19 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
"სიყვარულის ტერიტორია" - ოლეგ ტიმჩენკოს პირველი ეროტიკული სერიის გამოფენა

გალერეა "გამრეკელი" ოლეგ ტიმჩენკოს აქცია-გამოფენას სახელწოდებით - "სიყვარულის ტერიტორიას" უმასპინძლებს. ოლეგ ტიმჩენკო ამ გამოფენით ერთგვარად გააცოცხლებს სადარბაზოს მოხატვის ტრადიციას და სწორედ ამიტომ საგამოფენოდ უჩვეულო გარემოში, 5 ნოემბერს თბილისის ერთ-ერთ ძველ სადარბაზოში მხატვრის პირველი მასშტაბური ზომის ეროტიკული სერიის ტილოები გამოიფინება.

ფერწერული ტილოების გარდა გამოფენის ფარგლებში ფერად ქსოვილებზე შესრულებული სასიყვარულო სცენებიც გამოიფინება.

7 ნოემბრიდან კი სიყვარულის ტერიტორია გალერეა "გამრეკელში" გადაინაცვლებს.

დღის ამბები