20 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
პროდუქტები, წამლები და ტანსაცმელი გაძვირდა - ექსპერტები ფასების ზრდას კიდევ პროგნოზირებენ

საქართველოში პროდუქტებზე ფასები გაზრდილია. სტატისტიკის სამსახური მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, გაზრდილია ინფლაციის მაჩვენებელი და გაძვირებულია, თითქმის, ყველა პროდუქტი.

"საქსტატის" ინფორმაციით, ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელი 6,4%-ია. გაძვირდა პროდუქტი, ტანსაცმელი და მედიკამენტები. ფასები 10-დან 30%-მდეა გაზრდილი.

გაძვირებული ფასების გამო ბაზრობაზე მყიდველები, თითქმის, აღარ არიან. კლიენტები პროდუქტს ვეღარ ყიდულობენ, მოვაჭრეები კი ბაზარში გამოყოფილი ადგილის გადასახადს ვერ იხდიან.

სპეციალისტების პროგნოზი არასაიმედოა. ეკონომისტების აზრით, ფასების ზრდა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.

ოპოზიცია ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგზე მიუთითებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები