20 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრის ავტომობილი მიგრანტ ქალს შეეჯახა

დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრის ავტომობილი მიგრანტ ქალს შეეჯახა.

შემთხვევა სადეპორტაციო ცენტრში მოხდა, სადაც ის დევნილები ცხოვრობენ, რომლებსაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

მინისტრი ცენტრში გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა და მხოლოდ ერთ ოჯახს შეხვდა, რამაც დანარჩენი მიგრანტების უკმაყოფილება გამოიწვია.

ვითარების დაძაბვის შემდეგ მინისტრმა წასვლა სცადა, თუმცა მის ავტომობილს გზა 40-მდე ადამიანმა გადაუღობა.

მანქანა ერთ-ერთ მათგანს დაეჯახა და სვლა, გაჩერების გარეშე, განაგრძო. შეჯახების შედეგად ქალი მძიმედ არ დაშავებულა.

 

ფოტო: thelocal.dk

დღის ამბები