20 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
ლეონარდო და ვინჩის "იესო ქრისტე" აუქციონზე გაიყიდება

ლეონარდო და ვინჩის იესო ქრისტე აუქციონზე გაიყიდება. საუბარია მე-16 საუკუნით დათარიღებულ პორტრეტზე, რომელსაც ლეგენდარულმა მხატვარმა სალვატორ მუნდი უწოდა და საკმაოდ ბუნდოვანი ისტორია აქვს.

ისტორიული ცნობებით, შედევრი მეფე კარლ მეორეს ეკუთვნოდა და მემკვიდრეობით ბუკინგემის ჰერცოგის უკანონო შვილს გადაეცა. რის შემდეგაც, ტილო წლების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა.  

ნახატი მხოლოდ 1958 წელს ერთ-ერთ აუქციონზე აღმოაჩინეს, თუმცა, მოგვიანებით ისევ გაუჩინარდა და 2005 წლამდე მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

და ვინჩის შედევრი ნიუ-იორკის კრისტის სახლშია გამოფენილი, რომელიც იმპრესიონისტებისაეპოქისდათანამედროვეხელოვნების შედევრების აუქციონისთვის ემზადება.

ლოტებს შორის ვან გოგის, ფერნან ლეჟეს, პიკასოს და ენდი უორჰოლის ცნობილი ნამუშევრებია. ვაჭრობა 13 ნოემბერს გაიმართება.

ვარაუდობენ, რომ და ვინჩის იესო ქრისტე 100 მილიონ დოლარად გაიყიდება.

დღის ამბები