23 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
სირიელი ლტოლვილების უკანონო გზით საბერძნეთში გადაყვანის მცდელობისას თურქეთში ქართველი დააკავეს

თურქეთში სირიელი ლტოლვილების უკანონო გზით საბერძნეთში გადაყვანის მცდელობისას ერთი ქართველი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მიკროავტობუსი, რომელშიც 12 ლტოლვილი იმყოფებოდა, მარმარისის რაიონში, ქალაქ ასპარანის მახლობლად გააჩერეს. ისინი საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ცდილობდნენ გადასვლას.

37 წლის, ეროვნებით ქართველთან ერთად, დაკავებულია თურქეთის 43 წლის მოქალაქეც. საქმე უკვე გადაეცა სასამართლოს.

დღის ამბები