მოსკოვში ოპოზიციის აქცია დაკავებებით ასრულდა. ე.წ. "ახალი ოპოზიციის" წარმომადგენლები სანქცირებულ მიტინგზე ლუბლინოს რაიონში იკრიბებოდნენ, თუმცა მათ პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია.
მიტინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მათ აქციაზე ბანერების შეტანის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს და მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანებმა 20-მდე აქტივისტი დააკავეს.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ სამართალდამცველები აგრესიულად მიმართავდნენ მედიის წარმომადგენლებსაც და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
"ახალმა ოპოზიციამ" ანტისამთავრობო მიტინგი რუსეთის სახალხო ერთიანობის დღეს დაამთხვია, რომელიც დედაქალაქის ცენტრში აქცია-კონცერტით აღინიშნება.