20 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
კარლეს პუჩდემონი ვადამდელი არჩევნებისთვის კატალონიის პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

კარლეს პუჩდემონი ვადამდელი არჩევნებისთვის კატალონიის პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჩანაწერი ესპანეთის ავტონომიური რეგიონის ყოფილმა ლიდერმა twitter-ის ქსელში გააკეთა. მისი თქმით, ისინი კატალონიისა და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის უნდა გაერთიანდნენ.

კარლეს პუჩდემონი, ოთხ მოკავშირესთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება და ესპანეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ქვეყნის პროკურატურამ პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გუშინ მიიღო.

დღის ამბები