28 ოქტომბერი 2021,   22:13
ვრცლად
თავდასხმა სირიაში დევნილთა ბანაკზე - თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა

თავდასხმა სირიაში დევნილთა ბანაკზე. თვითმკვლელმა ტერორისტმა დეირ ალ ზორში მდებარე ბანაკის ტერიტორიაზე დანაღმული მანქანა ააფეთქა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიღუპა და დაშავდა ასამდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

ვარაუდობენ, რომ აფეთქება დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლმა მოაწყო. ორი დღის წინ სირიის სამთავრობო ძალებმა ამ რაიონის რადიკალი ისლამისტებისგან სრულად გათავისუფლებისა და უსაფრთხოების აღდგენის შესახებ გამოაცხადეს.

დღის ამბები