20 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
ბრიტანელებმა ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის გამოსახულება დაწვეს

ბრიტანელებმა ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის გამოსახულება დაწვეს. რიტუალი კენტის საგრაფოში ყოველწლიურ ღონისძიებაზე გაიმართა. ათასობით დემონსტრანტმა, რომლებსაც სხვადსხვა კოსტიუმი ეცვათ, ჯერ ქალაქის ქუჩებში ჩირაღდნებით მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი რამდენიმე გამოსახულება დაწვეს.

რიტუალი ფოიერვერკით დასრულდა. ჰოლივუდის პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს 50-ზე მეტი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. უახლოეს დღეებში 65 წლის ვაინშტაინს ნიუ-იორკის პროკურატურამ შესაძლოა ბრალიც წაუყენოს.

დღის ამბები