17 ოქტომბერი 2021,   14:01
ვრცლად
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს და მის ვაჟს შესაძლოა ბრალი ოფიციალურად წარედგინოთ

პოლ მანაფორტის შემდეგ, ბრალი ოფიციალურად, შესაძლოა, დონალდ ტრამპის კიდევ ერთ ყოფილ თანაგუნდელს წარუდგინონ. ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, სპეციალურ პროკურორ რობერტ მალერს უკვე საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ მაიკ ფლინსა და მის ვაჟს ბრალი წაუყენოს.

გავრცელებული ცნობით, საქმე ფულის გათეთრების, ფედერალური აგენტების მოტყუებისა და თურქეთის ხელისუფლებასთან შესაძლო მრავალმილიონიანი გარიგების გამოძიებას ეხება.

დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების რუსეთთან კავშირებს სპეცპროკურორი მალერი უკვე რამდენიმე თვეა სწავლობს. მაიკლ ფლინმა თანამდებობა სწორედ რუს დიპლომატთან კონტაქტის დამალვის გამო დატოვა. 

დღის ამბები