25 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმის საიდუმლო მასალები შესაძლოა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა გაასაჯაროვა

ე.წ. ციანიდის საქმის საიდუმლო მასალები შესაძლოა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა გაასაჯაროვა - ამის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელი ირაკლი ფირცხალავა საუბრობს.

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ხმაურიანი ფაქტები სასამართლოს დარბაზში გაახმაურა. ირაკლი ფირცხალავა ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურორი ლაშა ფანჩულიძე და გამომძიებელი ლევან კბილაშვილი იმყოფებოდნენ და ხმაურიანი საქმის მასალები მის ნაცვლად ციხის ადმინისტრაციას გადასცეს.

დოკუმენტებს შორის ფირცხალავას მტკიცებით, ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმი და იმ საქმის მასალებია, რომელზეც ირაკლი ფირცხალავას შოთაძის უწყება ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ედავება.

პროკურორი ლაშა ფანჩულიძე ადასტურებს, რომ ხმაურიანი საქმის მასალები ნამდვილად ციხის ადმინისტრაციას დაუტოვა და განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მსჯავრდებულმა ფირცხალავამ  შეხვედრა არ ისურვა და რამდენჯერმე საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

დაარღვია თუ არა კანონი საქმის გამომძიებელმა და პროკურორმა - ირაკლი ფირცხალავას ადვოკატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

დღის ამბები