25 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
ჟურნალისტთა ჯგუფის სკანდალური გამოძიება-ოფშორში ფულს დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ტრამპის უახლოესი გარემოცვა და სხვადასხვა ქვეყნების პრემიერები მალავენ

302 ჟურნალისტის გამოძიებამ ოფშორში დამალული მილიონების შესახებ, მთელი მსოფლიო მედია მოიცვა.

"პანამის დოკუმენტების“ შემდეგ, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფმა "სამოთხის ფურცლები" გამოაქვეყნა, რომლითაც გადამალული მილიონები, ჩრდილოვანი კომპანიები და საეჭვო კავშირები გამოაშკარავდა.  როგორც გაირკვა ოფშორული სივრცით სარგებლობდნენ და გადასახადებს მალავდნენ ბრიტანეთის დედოფალი, ამერიკის პირველი პირის უახლოესი გარემოცვის წევრები და სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრები. საუბარია 8 ტრილიონ ევროზე.

გამომძიებელი ჟურნალისტი დევიდ ბლოსი, რომელმაც ასეთივე მასშტაბური "პანამის დოკუმენტების" გამოძიების დროს ბიძინა ივანიშვილის ქონებას ოფშორებში მიაკვლია, ვარაუდობს, რომ 13 მილიონი დოკუმენტის შესწავლის შემდეგ, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, მდიდარი ქართველების გადამალული ქონება ამჯერადაც გამოჩნდება.

სკანდალურმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ფარდა ახადა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისა და ვლადიმერ პუტინის გარემოცვის კავშირებსაც. გაირკვა, რომ ტრამპის ვაჭრობის მინისტრი იმ რუსულ ფირმასთან იყო კავშირში, რომლის მეწილეც პუტინის სიძე და 2014 წლიდან ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი პუტინის მეგობარი გენადი ტიმჩენკოა.

დღის ამბები