ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს დღის ბოლოს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში. რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, დაღუპულის ახლობელი ამბობს, რომ გარდაცვალება ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება, დანიშნულია ექსპერტიზა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდიანრეობს.