19 ოქტომბერი 2021,   00:17
ვრცლად
ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულებს მჭიდრო კავშირები აქვთ ისლამისტებთან და ევროპის ქვეყნებში მასშტაბური თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

ეჭვმიტანილების ნაწილი ძალოვანებმა პარიზის შემოგარენში აიყვანეს, ზოგიერთი კი იტალიის და შვეიცარიისა მოსაზღვრე რეგიონებში. მას შემდეგ, რაც ერთერთი დაკავებული შვეიცარიის მოქალაქე აღმოჩნდა, ანტიტერორისტულ ოპერაციაში შვეიცარიის პოლიციაც ჩაერთო და მეათე ეჭვმიტანილი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ის წარმოშობით კოლუმბიელი 23 წლის ქალია, რომელსაც რადიკალ ისლამისტებთან მიმოწერა ჰქონდა.

დღის ამბები