28 ოქტომბერი 2021,   21:05
ვრცლად
კატალონიაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრეებმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს.

აქციის მონაწილეები რეგიონის მთავრობის წევრთა დაპატიმრებას აპროტესტებენ. მათ გადაკეტეს გზები, რის გამოც ბარსელონაში ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს.

მთავრობის სახლთან კი ხალხმრავალი მიტინგი დაიწყო. აქციის მონაწილეები მადრიდის ციხეში მყოფი ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ.

დღის ამბები