20 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
თელავში 32 წლის ახალგაზრდა მოკლეს

თელავში 32 წლის ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე იმ დროს მოხდა, როცა ის საავტომობილო სახელოსნოში სამუშაოს ასრულებდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლასასროლი იარაღიდან გასროლით არის გარდაცვლილი.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მისული, თუმცა, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის დაუდგენელია ეჭვმიტანილის ვინაობა.

ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული. შსს კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

დღის ამბები