25 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
ქსენია სობჩაკი რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს მხარს უჭერს

ქსენია სობჩაკი რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს მხარს უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ ის რიგით მოქალაქეებს არ უნდა ეხებოდეს. განცხადება ამის შესახებ ცნობილმა ტელეწამყვანმა, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სობჩაკის აზრით, სწორედ მოსკოვია პასუხისმგებელი საერთაშორისო ურთიერთობების გაუარესებაზე, რადგან რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლის მიხედვითაც, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.

სობჩაკის თქმითვე, ის შეძლებს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ არჩევნებზე მივიდნენ და ხმა სისტემის წინააღმდეგ მისცენ.

დღის ამბები