19 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
რიდლი სკოტის ახალ ფილმში მაყურებელი კევინ სპეისს ვეღარ ნახავს

რიდლი სკოტის ახალ ფილმში მაყურებელი კევინ სპეისს ვეღარ ნახავს, მის პერსონაჟს კრისტოფერ პლამერი განასახიერებს, ორი ოსკარის მფლობელი მსახიობის კარიერა კი, დასასრულის ზღვარზეა. სექსუალური შევიწროების ბრალდებით, სპეისის წინააღმდეგ ღიად მოსაუბრე ადამიანების რიცხვი ნელნელა იზრდება.

ბრალმდებლების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს, დაზარალებულების განცხადებით, კევინ სპეისი გამოირჩეოდა შეუთანხმებელი შეხებით და შეუსაბამო სექსუალური კომენტარებით.

ჯერჯერობით უცნობია, საქმის სამართლებრივი გაგრძელება, სპეისის პრეს აგენტის განცხადებით, მსახიობს სჭირდება დრო, სიტუაციის შესაფასებლად და სამკურნალოდ.

დღის ამბები