19 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
"ბნელი დრო" - ლოს ანჯელესში ჩერჩილზე გადაღებული ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა

ლოს ანჯელესში უინსტონ ჩერჩილის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. "ბნელი დრო" - ასე ეწოდება სურათს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე რეჟისორმა ჯო რაიტმა გადაიღო.

სიუჟეტი უინსტონ ჩერჩილის პირველ გადამწყვეტ ნაბიჯზე გვიამბობს. საუბარია იმ დღეებზე, როდესაც ხელისუფლების წევრების ზეწოლის მიუხედავად, ახლადარჩეული პრემიერი ადოლფ ჰიტლერთან შეთახნემბაზე უარს ამბობს.

ჩერჩილის როლს სურათში გარი ოლდმანი ასრულებს. 59 წლის მსახიობი ამბობს, რომ სამუშაო პროცესში მისთვის ყველაზე რთული ვიზუალური მხარე აღმოჩნდა. იმისთვის, რომ უინსტონ ჩერჩილს დამსგავსებოდა მსახიობმა წონაში მოიმატა, გრიმის გასაკეთებლად კი, ყოველი გადაღების წინ სამი საათი სჭირდებოდა.

"ბნელი დრო" მსოფლიო ეკრანებზე 22 ნოემბერიდან გამოვა.

დღის ამბები