24 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
თავდასხმა ტულუზაში - ერთ-ერთ სკოლასთან მანქანა გამვლელებს დაეჯახა

თავდასხმა მოხდა საფრანგეთში. ტულუზის ერთ-ერთ სკოლასთან მანქანა გამვლელებს დაეჯახა. დაშავდა სამი სტუდენტი. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სამივე დაშავებული ჩინელი სტუდენტია. ტულუზის პოლიციის განცხადებით მძღოლმა მანქანა ხალხს განზრახ შეაჯახა, თუმცა ის ტერორიზმში ეჭვმიტანილთა სიაში არ იყო.

დღის ამბები