დასავლური მედია ბრექსითის პროცესში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებებზე მიუთითებს. ირკვევა, რომ 2016 წლის ივნისში Twitter-ის მომხმარებლის ყალბი ანგარიშებიდან, რომელიც რუსეთის არმიასთან იყო დაკავშირებული, ათობით ჩანაწერი გაავრცელეს.
ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ყველა მათგანი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერას შეეხებოდა.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, აღნიშნული გვერდები იმ 2 700-ს ანგარიშს შორის აღმოჩნდა, რომელიც კომპანია Twitter-მა კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში გადასცა.