25 ოქტომბერი 2021,   20:48
ვრცლად
ტრამპს სჯერა, რომ პუტინი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა

დონალდ ტრამპს სჯერა ვლადიმერ პუტინის, როდესაც ის ამბობს, რომ შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა.

განცხადება ამერიკის ლიდერმა ვიეტნამში, რუს კოლეგასთან ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ გააკეთა.

თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ბრალდებების გამო, ვლადიმერ პუტინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეის კრიზისის მოგვარებაში ვაშინგტონისთვის სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია.

დონალდ ტრამპთან გასაუბრება აპეკის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმაც შეაფასა.

რუსეთის პრეზიდენტმა ის მიზეზი განმარტა, რის გამოც ლიდერებმა ოფიციალური შეხვედრა ვერ შეძლეს. 

დღის ამბები