26 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
იტალიური კომპანია "პირელის" კალენდრის 45-ე გამოცემა მთლიანად ფერადკანიან ვარსკვლავებს ეთმობა

იტალიური კომპანია პირელის კალენდრის რიგით 45-ე გამოცემა მთლიანად ფერადკანიან ვარსკვლავებს ეთმობა. ახალი კალენდრის თემა წელს ბრიტანელი მწერლის, ლუის კეროლის წიგნი "ალისა საოცრებათა ქვეყანაშია".

ცნობილი ზღაპრის მთავარი პერსონაჟების განსახიერება ნაომი კემპბელს, ახალბედა მოდელ დაკი ტოტსა და მსახიობ ჯიმონ ჰონსუს შესთავაზეს. ეს პირელთან ნაომი კემპბელის უკვე მეოთხე თანამშრომლობა იყო.

ახალ კალენდარში სხვა ცნობილი ფერადკანიანი ვარსკვლავებიც მოხვდნენ. ექსკლუზიური კალენდარი არასდროს იყიდება და მას საახალწლოდ, ტრადიციულად, ცნობილ ადამიანებს ჩუქნიან.

დღის ამბები