23 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
თქვენი ფული მოიტანას იმას, რომ გაჩნდება გრძელვადიანი რესურსი, რომელიც ისევ თქვენთვის იქნება - გიორგი ცუცქირიძე

„თუ გრძელი ფული გაჩნდება, ბანკების სარგებელი კი არ იქნება, თქვენი ფული მოიტანას იმას, რომ გაჩნდება გრძელვადიანი რესურსი, რომელიც ისევ თქვენთვის იქნება, ჩაიდება ბიზნესში, დასაქმდებით,“ - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცუცქირიძემ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი არ არის განვითარებული, ბიზნესის განვითარებისთვის კი მას გრძელვადიანი რესურსი სჭირდება.

„თუ ბანკები გრძელვადიანი რესურსით მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებენ, მანდ შეიქმნება სამუშაო ადგილები, დოვლათი,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები