28 ოქტომბერი 2021,   15:34
ვრცლად
დარიალის ხეობაში რუსეთის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

დარიალის ხეობაში რუსეთის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. შეიარაღებული ძალების სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქის მეთაურის ინფორმაციით, სწავლება ჩრდილო ოსეთის მთიან რეგიონში იმართება. წვრთნებში მზვერავები მონაწილეობენ, რომლებიც ტაქტიკურ ბრძოლასთან ერთად, მოწინააღმდეგის ფარულად ლიკვიდაციის უნარებშიც ვარჯიშობენ. სამხედრო მეთაურობის ცნობით, წვრთნების ფარგლებში მზვერავები კვირაში ერთხელ ლაშქრობაში გაემგზავრებიან და მთიან რეგიონში უცნობ ტერიტორიებს გამოიკვლევენ და საიდუმლო პატრულირების მეთოდებს შეისწავლიან. 

დღის ამბები