ამერიკულმა კინო-აკადემიამ გამორჩეული და გავლენიანი კინოხელოვანები დააჯილდოვა. ე.წ. გუბერნატორის დაჯილდოვების რიგით მეცხრე ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში გაიმართა. წლევანდელი ლაურეატები მსახიობი დონალდ საზერლენდი, რეჟისორი ჩარლს ბარნეტი და კინემატოგრაფები ოუენ როიზ-მანი და აგნეს ვარგა გახდნენ. აგნეს ვარგას ჯილდო ანჯელინა ჯოლიმ გადასცა, რის შემდეგაც ლაურეატმა მსახიობთან ერთად სცენაზე იცეკვა.
ცერემონიაზე დააჯილდოვეს ოსკაროსანი რეჟისორი ალეხანდრო გონზალეს ინია-რიტუც. მას საპატიო ოსკარი ვირტუალური რეალობის ფილმისთვის გადაეცა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს ვირტუალური სამყაროს მეშვეობით ამერიკა-მექსიკის საზღვარი გადაკვეთოს.