18 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
სასამართლოს ინსპექტორის კონკურსი - იუსტიციის საბჭო გასაუბრებებს ოთხშაბათიდან იწყებს 

იუსტიციის საბჭო ოთხშაბათიდან იმ 40 კანდიდატთან დაიწყებს გასაუბრებას, რომლებიც სასამართლოს ინსპექტორის კონკურსში მონაწილეობენ. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

გასაუბრების შემდეგ ცნობილი გახდება იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც მეორე ტურში გადავლენ.

სასამართლო ინსპექტორი სამართალწარმოების ერთ-ერთი მაკონტროლებელი იქნება.

„კანონის თანახმად, ინსპექტორს სულ მცირე უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, 5 წლით სპეციალობით მუშაობის სტაჟი და მაღალი რეპუტაცია. ეს უკანასკნელი კრიტერიუმი არის შეფასებით, შესაბამისად საბჭო ყოველი ინდივიდუალური კანდიდატის შემთხვევაში ამ კრიტერიუმისადმი შესაბამისობას, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებით დაადგენს,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

სხდომაზე დღეს ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივასაც განიხილავენ, რომელიც საბჭოს მუშაობის უფრო მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. 

დღის ამბები