სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ტოივო კლაარი
დაინიშნა.
ესტონელი დიპლომატი გერმანელ ჰერბერტ ზალბერს შეცვლის, რომელსაც ეს პოსტი 2014 წლის ივლისიდან ეკავა.
თავად ტოივო კლაარსაც აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება. 2013-2014 წლებში ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.
ტოივო კლაარი ევროკავშირის სახელით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეც იქნება და მოლაპარაკებებშიც მონაწილეობას მიიღებს.