25 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
სასულიერო პირებმა კახეთის სკოლებში შსს-ს ვერტმფრენიდან კანფეტები გადმოყარეს

ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირებმა კახეთის სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან კანფეტები გადმოყარეს. სკოლებში განმარტეს, რომ მღვდლებმა მოსწავლეები და მასწავლებლები დალოცეს.

ვერტმფრენში, საიდანაც სოფლების - შილდის, გრემის, ალმატის, საბუესა და ენისელის სკოლები ტკბილეული გადმოყარეს, მამა იოანე და მამა მარკოზი იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის შემოწმება დაიწყო და ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსს უფლებამოსილება შეუწყდა.

მამა იოანემ საინფორმაციო სააგენტო „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ აქციის შესახებ ინფორმირებული იყო ძალოვანი უწყება, მათ შორის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ხუციშვილი.

ნეკრესის ეპარქიის წინამძღოლის განცხადებიდან ირკვევა, რომ მღვდლები ხშირად დაფრინავენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მიზეზი საზღვრების დალოცვაა.

ილია მეორის მდივანი ამბობს, რომ ყვარლის სკოლების კანფეტებით დალოცვის აქცია, ნეკრესის ეპარქიას საპატრიარქოსთან არ შეუთანხმებია.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

 

დღის ამბები