25 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
ნგრევა, ხანძარი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დასახლება - აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა აზერბაიჯანში - მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 135 კილომეტრში დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ბარდაში იყო.

აზერბაიჯანი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აგდამის რაიონში დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ხანძარი გაჩნდა ელექტრომომარაგების სისტემის ერთ-ერთ პუნქტზე, რის გამოც რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

5.6 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონში ადგილობრივი დროით 23:45 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებული მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე კი 3 ბალს შეადგენდა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. სპეციალური კომისია ზარალის ოდენობას ითვლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები