19 აპრილი 2024,   03:20
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა გაიმართება.

სხდომაზე უნდა იმსჯელონ, კანონიერი იყო თუ არა უარი, რომელიც დემირელის კოლეჯის მენეჯერმა დევნილთა სამინისტროსგან  მიიღო.

ადვოკატის განცხადებით, უწყების არგუმენტაცია უსაფუძვლოა, რადგან მისი თქმით, ანკარისთვის გადაცემის შემთხვევაში, ჩაბუქს პოლიტიკური ნიშნით დევნა ემუქრება.

„ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გვეთქვა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად უარი, რომელიც ჩვენს მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულთან დაკავშირებით  დაახლოებით ერთ თვის წინ ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს არსებითი განხილვა იმ მტკიცებულებებისა, რის საფუძველზეც ჩვენ ვამყარებთ მოთხოვნას, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ნამდვილად იმსახურებს ლტოლვილის სტატუსს,“-განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

დღის ამბები