23 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობები ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდული გზით გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი ამხილა​.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სატვირთო ავტომანქანით არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაწარმი შემოიტანეს.

ამოღებულია საერთო ჯამში 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება  610 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღის ამბები