თავდასხმას ავღანეთის დედაქალაქში 18 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება ქაბულის გარეუბანში სასტუმროს მახლობლად მოხდა, სადაც რეგიონული ლიდერის მხარდამჭერთა შეკრება მიმდინარეობდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს აამოქმედა, როდესაც შენობიდან ხალხი გამოდიოდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 8 პოლიციელია, 10-ზე მეტი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ".