25 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 3 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა, თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ხვალიდან ერთი დოლარის შესაძენად 2.7268 ლარი იქნება საჭირო.

დღეს მოქმედი კურსით, 1 დოლარი 2.7039 ლარი ღირდა, შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ, ლართან მიმართებაში 0.0229 ლარი შეადგინა.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ოფიციალური კურსისგან საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა, იქ კურსი 2.72-მდეა, ბანკებში კი ამ დროისთვის 2.76-მდეა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შესაძენად 3.2176 ლარი იქნება საჭირო. ცვლილებამ 0.034 ლარი შეადგინა. 

დღის ამბები