20 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა - კალაძე საკუთარ გუნდს მოსახლეობის მოლოდინების გამართლებისკენ მოუწოდებს

საკრებულომ დედაქალაქის ახალი მთავრობა დაამტკიცა, რამდენიმე წუთის წინ კი კახა კალაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მისი ახალი გუნდის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით შევუდგებით უკვე, ოფიციალურად, ორშაბათს მუშაობას და თითოეული თბილისელი, თითოეული ჩვენი დედაქალაქის სტუმარი უახლოეს მომავალში დაინახავს ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს,“ - განაცხადა კალაძემ.

ბრიფინგზე კახი კალაძემ საკრებულოს მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ რაიონის გამგებლებს მიმართა და მოუწოდა, რომ მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა ეფექტურად მოახდინონ.

„თქვენი კოორდინირებული, გუნდური მუშაობაა საფუძველი იმ კონცეფციის განხორციელების, რომ თბილისი გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი,“ - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა საქალაქო სამსახურების უფროსებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდა.

„მივმართავ საქალაქო სამსახურების უფროსებს, თქვენი სამსახურების ეფექტური და რაც მთავარია, მობილური მუშაობის შედეგი იქნება თბილისის რაიონებში იმ დაპირებების შესრულება, რაც მოსახლეობას გავაცანით და რა მოლოდინიც არსებობს საზოგადოებაში,“ -

კალაძემ ასევე, აღნიშნა, რომ გამგებლების და საქალაქო სამსახურების საქმიანობის შეფასება მომავალში საზოგადოების განწყობაზე აისახება.

თბილისის მერმა ოპოზიციასაც მიმართა და თბილისზე ზრუნვისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები