25 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
საპროტესტო აქცია ოდესაში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საპროტესტო აქცია ოდესაში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ქალაქის მოსახლეობა საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობას აპროტესტებს.

მიტინგი მშვიდობიანად დაიწყო. აქტივისტებს იმ კომპანიის დირექტორიც შეხვდა, რომელსაც პარკის ტერიტორია იჯარით აქვს გადაცემული. ბიზნესმენთან გასაუბრების შემდეგ აქტივისტებმა ჭიშკარი შეანგრიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

უკრაინული მედიის ცნობით, აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები