ავსტრალიაში გადაუღებელმა წვიმამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად სანაპირო ქალაქი მელბურნი დააზარალა.
მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რეგიონში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმდენად დიდი ნალექი მოვიდა, რომ ქუჩებთან ერთად, ცენტრალური რკინიგზის სადგური და აეროპორტიც დაიტბორა.
უწყებამ მოსახლეობას წყლით დაფარულ მაგისტრალებზე მგზავრობისგან თავის შეკავებაც ურჩია.