25 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
ლოს ანჯელესში საშობაო სეზონი გაიხსნა - საზეიმო განათებებით ჰარი პოტერის ციხე-სიმაგრე მორთეს

ლოს ანჯელესში საშობაო სეზონი გაიხსნა. პირველი ლოკაცია, სადაც საშობაო განათებები და დეკორაციები ჩართეს, ჰოლივუდის სტუდია იუნივერსალი გახდა.

საზეიმო განათებებით დეკორატორებმა ჰარი პოტერის ციხე-სიმაგრე მორთეს.

საშობაო სეზონის გახსნის ცერემონიაც ჰოგვარდის სასახლეში შედგა. ღონისძიება თეატრალური წარმოდგენით დაიწყო და გრანდიოზული ფოიერვერკით გაგრძელდა.

ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად, აქ ანიმაციური ხე გაანათეს, რომელიც ჰოგვარდსის სასახლეზე "სამი დე" ტექნოლოგიებით გამოსახეს.

ჰარი პოტერის საშობაო სამყაროში მოხვედრა მსურველებს უკვე ხვალიდან შეეძლებათ.

საახალწლო სეზონი კინოსტუდიის გასართობ ცენტრში იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

დღის ამბები