საკაბელო კომპანიები კომერციულ ტელევიზიებს უპირისპირდებიან. საკაბელო ტელევიზიების კავშირი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, არხების გადაცემა უფასოდ შეეძლებათ, მაუწყებლებს კი აღარ ექნებათ უფლება, ტრანზიტის საფასური მოითხოვონ.
კერძო მაუწყებლები თვლიან, რომ, თუ ამ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომ მათი საკუთრების უფლება უხეშად დაირღვევა.
გადაიქცევა თუ არა საკაბელოების მიერ წარდგენილი წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად, ეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.
ექსპერტები დეპუტატებს ურჩევენ დისკრიმინაციული ცვლილებები არ მიიღოს და ტელევიზიები უსამართლო მდგომარეობაში არ ჩააყენოს.
რუსთავი2, მარაო, კომედი არხი, იმედი, მაესტრო და GDS - ყველა ეს არხი შესაძლოა, მალე საკაბელო ქსელებიდან გაითიშოს, თუ საკაბელო და კერძო არხებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
თუ მოლაპარაკება ვერ შედგება და საკაბელო ქსელიდან ქართული არხები გაქრება, მოსახლეობას მათი ჩართვა ე.წ. სეთ-თოფ ბოქსის მეშვეობით შეეძლება.
ამ მოწყობილობის ღირებულება, საშუალოდ, 50 ლარია, მისი გამოყენება კი უფასოა.