26 აპრილი 2024,   00:55
ვრცლად
ლარის გაუფასურება - გიორგი პაპავა მოლოდინებზე საუბრობს

„არ ვთვლი, რომ საგარეო ფაქტორების წვლილი ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვანია,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან ეროვნული ვალუტასთან დაკავშირებით რამდენიმე მოლოდინზე ილაპარაკა. 

„არჩევნების წინ ქვეყანაში არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარს გაუფასურების საშუალებას არ მისცემს. ეს მოლოდინი ქვეყანაში არსებობს. კერძო სექტორის ნაწილი ფიქრობს, რატომ ვიჩქარო დოლარის შეძენა არჩევნებამდე. ის ელოდება არჩევნებს, მანამდე ლარს ბიზნესსაქმიანობისთვის იყენებს, არჩევნების მერე დოლარის შეძენას იწყებს. ეს იყო განმაპირობებელი, რომ არჩევნების შემდეგ უმალ დაიწყო გაუფასურება. ამას დაემატა მეორე მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ლარი უნდა უფასურდებობდეს, ეს შეიქმნა ბოლო 3-4 წელი. ჩემი ვარაუდია, რომ შეიძლება, ნაწილობრივ, ეს გაუფასურება გამოწვეული იყოს იმით, რომ კერძო სექტორი იმდენად ოპტიმისტურად მომავლისკენ აღარ იყურება, როგორც ამას აკეთებდა პირველი-მეორე კვარტლის განმავლობაში,“ - განაცხადა გიორგი პაპავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები