19 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
როკ-ჯგუფ "ეისი-დისის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მალკოლმ იანგი, გარდაიცვალა

64 წლის ასაკში როკ-ჯგუფ ეისი-დისის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მალკოლმ იანგი, გარდაიცვალა.

ავსტრალიელი გიტარისტი წლების განმავლობაში დემენციას ებრძოდა. ის საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, გარდაიცვალა.

მალკოლმ იანგმა როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი 1973 წელს, ძმასთან ერთად, დააარსა, მესამე ძმა კი ეისი-დისის პროდიუსერი იყო. ძმები ჯგუფის ყველა კომპოზიციის თანაავტორები იყვნენ, მათ მთელს მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული.


დღის ამბები