25 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
რომის პაპმა ვატიკანში ღარიბ, უსახლკარო და უმუშევარ ადამიანებს საპატიო სტუმრის სტატუსით უმასპინძლა

რომის პაპმა ვატიკანში ღარიბ, უსახლკარო და უმუშევარ ადამიანებს საპატიო სტუმრის სტატუსით უმასპინძლა.

საქველმოქმედო ორგანიზაციების მოხალისეებმა საგანგებო მესაზე დასასწრებად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში 7 ათასი ადამიანი მიიყვანეს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

რომისა და იტალიის რეგიონების გარდა, ვატიკანში ჯგუფები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან ჩაიყვანეს.

ქადაგების დროს პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მიტოვებული ადამიანების დახმარება ერთ-ერთი გზაა სამოთხეში მოსახვედრად.


დღის ამბები