20 ოქტომბერი 2021,   07:36
ვრცლად
ლარის გაუფასურება და ინფლაცია - ნავთობპროდუქტებზე ფასები ზრდას განაგრძობს 

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში არსებული კურსით ისტორიულ ზღვარს გადააბიჯა და მინიმუმამდე დაეცა. ვარაუდობენ, რომ ლარის გაუფასურების საბოლოო შედეგი ინფლაცია იქნება.

დღეს საავტომობილო გაზი უკვე გაძვირდა 10 თეთრით. სავარაუდოდ, კიდევ გაძვირდება ბენზინიც. ნოემბერში ბენზინის იმპორტირება კურსით 2.50 განხორციელდა. დღეს კი ნიშნული 2.73-ია, ანუ მხოლოდ კურსის გამო, 1 ლიტრი საწვავი, დაახლოებით, 10 თეთრით არის გაძვირებული.

გასულ წელს ლარის დევალვაციის ოფიციალურ მიზეზებად სახელდებოდა თითქმის ყველაფერი, გაძვირებული ნავთობი, გამყარებული დოლარი, ეკონომიკური პრობლემები რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში და ასე შემდეგ. ამჯერად კი ოფიციალური მიზეზი საერთოდ არ სახელდება. უფრო სწორედ, ხელისუფლება ყველაფერს ბაზარს და მოსახლეობის არასწორ მოლოდინებს აბრალებს.

კითხვები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მრავლად ჩნდება. მათ შორის, ხომ არ არის ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა ხელოვნურად გამოწვეული ან ლარის გაუფასურება მაინც და მაინც არჩევნების შემდეგ, ანუ მაშინ, როცა ტაბლოზე ციფრების მატება საარჩევნო ხმებს აღარავის მოაკლებდა.

მომდევნო დღეებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, პარლამენტში მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.  

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები