25 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებას ირანის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამსახურებად აფასებს

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებას ირანის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამსახურებად აფასებს. ჰასან როუჰანის განცხადებით, ISIS-ის განადგურების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი სირიის სამთავრობო ძალებმა, ერაყმა და ირანმა შეიტანეს.

რაც შეეხება დასავლეთს და საერთაშორისო კოალიციას, ჰასან როუჰანი ამბობს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები „ისლამურ სახელმწიფოს“ წლების განმავლობაში აწვდიდნენ იარაღს და აფინანსებდნენ.

ISIS-ის დამარცხებაზე განცხადება ლიბანის ისლამისტური მოძრაობის ლიდერმაც გააკეთა. ჰესბოლას მეთაურმა განაცხადა, რომ ტერორისტული ქსელი ერაყში, ფაქტობრივად განადგურებულია.

მისივე თქმით, ჰესბოლას დაჯგუფებები, რომლებიც ერაყის ხელისუფლებას ამ ბრძოლაში ეხმარებოდნენ, ქვეყანას უახლოეს პერიოდში დატოვებენ. 

დღის ამბები