22 დეკემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ჯაველინები ქართულ არმიაში-საქართველო აშშ-სგან უახლეს ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს

ქართული არმია უახლესი ტანკსაწინააღმდეგო სისტემით შეიარაღდება. ჯაველინების თბილისისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება ვაშინგტონში უკვე მიღებულია - დარჩა მხოლოდ კონგრესის თანხმობა. ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები თავდაცვითი კატეგორიის შეიარაღებას განეკუთვნება და ქართულ-ამერიკული სამხედრო პარტნიორობის ფარგლებში ეს გადაწყვეტილება ფასდება, როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ქართველი სამხედროები უკვე რამდენიმე თვეში შეძლებენ მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალების გამოცდას.

საქართველო ამერიკისგან პირველ ეტაპზე 410 რაკეტას და 72 გამშვებ დანადგარს შეიძენს და ამაში 75 მილიონ დოლარს გადაიხდის.

ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე უმცირესობის წევრები.

დეპუტატები ფიქრობენ, რომ თავდაცვის უნარიანობის ამაღლების გარდა ახალი სამხედრო შეიარაღება საქართველოს ნატო-სთან უფრო დააახლოებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები