გაბრიელ სალოსის ქუჩზე მოსახლეობა იმ კორპუსს ტოვებს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ, შენობიდან მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყვანონ. მათ ამაში პოლიცია ეხმარება. კორპუსში ევაკუაცია, თითქმის, სრულად განხორციელდა.
ადგილობრივები შეშინებული არიან. თავდაპირველად, მათ არ იცოდნენ სპეცოპერაციის შესახებ და მხოლოდ აფეთქებების ხმა ესმოდათ.