150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმას ეგვიპტეში. შეიარაღებული პირები სინის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ-არიშის მახლობლად მდებარე მეჩეთის ტერიტორიაზე ავტომობილებით შეიჭრნენ.
მებრძოლებმა ადგილზე ჯერ აფეთქება მოაწყვეს, შემდეგ კი სალოცავიდან გამოსულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია 155 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დაჭრილია. დაშავებულებს შორის ბევრი ბავშვია.
თავდასხმასთან დაკავშირებით ეგვიპტის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ქვეყანაში სამ დღიანი გლოვაც გამოცხადდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.