25 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
ეგვიპტის ტერაქტში 30-მდე მებრძოლი მონაწილეობდა, რომელთაც "ისლამური სახელმწიფოს" დროშები ეჭირათ

ეგვიპტის ხელისუფლებამ მასშტაბური ტერაქტის დეტალები გაასაჯაროვა.

პროკურატურის ცნობით, მეჩეთზე მომხდარ თავდასხმაში 30-მდე მებრძოლი მონაწილეობდა, რომელსაც სამხედრო ფორმის მსგავსი სამოსი ეცვათ და დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს   დროშები ეჭირათ ხელში. ისინი სალოცავთან 5 მანქანით მივიდნენ და აფეთქების შემდეგ მეჩეთიდან გამოსულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 305 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 30-მდე ბავშვი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფლებამ სინის ნახევარკუნძულზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ავიაცია ეჭვმიტანილების პოზიციებს ბომბავს. მოკლულია 30-მდე მებრძოლიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები