25 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ჩინეთში - წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა ძლიერი აფეთქებას ჩინეთში. ინციდენტი საპორტო ქალაქ ნინბოში მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში ერთ-ერთი ქარხანა აფეთქდა, შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა, ახლომდებარე სახლები და შენობები კი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

შემთხვევის ადგილზე დაწყებულია მასშტაბური სამაშველო ოპერაცია.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი, თუმცა არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. მაშველებმა საავადმყოფოებში 30-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს.

აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.

ვარაუდობენ, რომ აფეთქება გაზის ბალონების აალებას მოჰყვა.

დღის ამბები