20 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
პაკისტანში რელიგიური აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

პაკისტანში რელიგიური აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

არეულობა ისლამაბადში ამ დრომდე გრძელდება. ისლამისტური პარტიის მომხრეები ქვეყანაში შარიათის კანონის შემოღებას და ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

აქტივისტები აქციებს უკვე სამი კვირაა, მართავენ, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ მომიტინგეებს კარვების აღება და მთავარი მაგისტრალის გახსნა მოსთხოვა.

არეულობის გამო, ხელისუფლებამ შინაგანი ჯარის მობილიზება გამოაცხადა.

შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 250-ს აჭარბებს.

ისლამისტური ორგანიზაციის მომხრეებმა სხვადასხვა ქალაქებში სპონტანურ მანიფესტაციებზე შეკრება დაიწყეს. სიტუაციის გასაკონტროლებლად ხელისუფლებამ კერძო არხების მაუწყებლობა შეაჩერა და დროებით სოციალური ქსელები დაბლოკა.

 

დღის ამბები